20:41 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-04 13:56:09, 3849 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა და სომხეთმა TRIPP-ის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სომხეთმა და აშშ-მ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტის (TRIPP) შესახებ სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ინიციალიზაციაც გასულ კვირას ერევანში, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ვიზიტის დროს მოხდა.

ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ავრცელებს.

"ძვირფასო მოქალაქეებო, რამდენიმე წამის წინ ხელი მოვაწერე სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის TRIPP-ის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას. როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ მისი ინიციალიზაცია ჩემ და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს მიერ მისი სომხეთში ვიზიტის დროს მოხდა. ახლა კი სახელმწიფო მდივანმა რუბიომაც მოაწერა შეთანხმებას ხელი, დოკუმენტი სომხეთში გამოიგზავნა და მე მას სომხეთის სახელით მოვაწერე ხელი. ამით დისტანციური ხელმოწერის პროცესი დასრულდა და შეთანხმება რატიფიკაციისთვის მზად არის" - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics