20:37 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-03 22:47:19, 5100 ნახვა

მსოფლიო
POLITICO: უკრაინა და მოლდოვა EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 15 ივნისს დაიწყებენ

ოთხმა დიპლომატმა გამოცემა POLITICO-ს განუცხადა, რომ უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ არსებული წინააღმდეგობის მოხსნაზე მიანიშნა, ეს კი უკრაინასა და მოლდოვას საშუალებას მისცემს, ბლოკში გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყონ.

დიპლომატების განმარტებით, მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა 15 ივნისს ლუქსემბურგში დაგეგმილი სამთავრობათაშორისო კონფერენციის დროს იგეგმება. ვინაიდან კიევმა და კიშინიოვმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ერთდროულად შეიტანეს, მოლდოვის პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა წინ, თუ უკრაინის ტემპიც დაჩქარდება.

სტატიის თანახმად, იმ ფონზე, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, მმართველობისას ბუდაპეშტი უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა, ახლა ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა ვეტოს მოხსნის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის,“ - აღნიშნა გამოცემის ინფორმირებულმა, ანონიმურმა წყარომ.

უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაჩქარდა, რაც უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ბრიუსელში გაემგზავრა. დიპლომატის თქმით, იგი ევროკავშირის მაღალჩინოსნებს შეხვდა გაყინული 16.4 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული ფონდების განბლოკვის საკითხის განსახილველად.

გამოცემის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვისთვის პირველი კლასტერის გახსნის შესახებ პოზიციას მიმდინარე კვირის ბოლომდე შეაჯერებენ. ამის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები 15 ივნისის სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე უკრაინისა და მოლდოვისთვის კლასტერის გახსნას დაამტკიცებენ. კლასტერების გახსნა ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს და ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია პროცესის დაბლოკვა ნებისმიერ ეტაპზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics