03:42 - 14 Aug, 2026
|
2016-04-04 11:32:05, 714 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, სულ იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ შეადგინა 2 189 მლნ ლარი, რაც პირველი კვარტლის გეგმას 40 მლნ ლარით აღემატება, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 101,9%-ს შეადგენს. მინისტრის ინფორმაციით, ასევე გადაჭარბებულია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც. გადასახადების სახით, პირველ კვარტალში მიღებულმა შემოსავალმა ჯამში, 2 048 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმას 46 მლნ ლარით აღემატება, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 102,3%-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)