|
2026-05-29 11:54:19, 4053 ნახვა
ეკონომიკა
“ვაიზერი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო
ვაიზერი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო და თავის დაზღვეულებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს უნიკალურ სერვისზე. პარტნიორობის ფარგლებში “სადაზღვევო კომპანია ვაიზერის” დაზღვეულებს შესაძლებლობა ეძლევათ ამერიკის წამყვანი ექიმების ექსპერტული სამედიცინო კონსულტაცია სწრაფად და უსაფრთხოდ მიიღონ რთული სამედიცინო შემთხვევებისა და დიაგნოზების დროს, როდესაც მნიშვნელოვანია მეორე აზრის მოძიება და საერთაშორისო ექსპერტული ცოდნის გაზიარება. MedVeritas Global წარმოადგენს კოორდინირებულ სამედიცინო, ტექნოლოგიურ და ოპერაციულ პლატფორმას. პლატფორმა აკავშირებს ქართველ პაციენტებს აშშ-ს წამყვან სპეციალისტებთან და უზრუნველყოფს მაღალი დონის პროფესიულ სამედიცინო კონსულტაციებზე წვდომას. პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ექიმების შერჩევის მკაცრი ამერიკული სტანდარტია, სადაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კვალიფიკაცია, არამედ ექიმის ემპათია და პაციენტების შეფასება. “მედვერიტას გლობალის ყველა ექიმი არის სერტიფიცირებული, ლიცენზირებული ამერიკაში და აქვს აქტიური პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენთვის პროფესიინალიზმთან ერთად გადამწყვეტია ყველა ექიმი ჩართული იყოს სამეცნიერო კვლევებში და ჰქონდეს პუბლიკაციები. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორი რეპუტაციით სარგებლობენ ეს ექიმები უშუალოდ პაციენტებში. აშშ-ში ათასობით პაციენტის შეფასებაზე დაყრდნობით, ექიმის რეიტინგი ვარსკვლავებით განისაზღვრება. ეს კრიტერიუმები გვაძლევს საშუალებას, პაციენტს შევთავაზოთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სამედიცინო მოსაზრება, არამედ განსაკუთრებული მხარდაჭერა.”- აცხადებენ MedVeritas Global-ში. “სადაზღვევო კომპანია ვაიზერი” დაზღვეულებს მაქსიმალურად კომფორტულ და ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს. მედვერიტასთან თანამშრომლობით ჩვენ დაზღვეულებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტივად მიიღონ პროფესიონალური რჩევა და კონსულტაცია გაიარონ აშშ-ს ცნობილ ექიმებთან და სხვადასხვა სასმედიცინო მიმართულების სპეციალისტებთან. ეს გვაძლევს საშუალებას, მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურებასთან ერთად, ჩვენი დაზღვეულებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ უნიკალური და კომფორტული სამედიცინო სერვისი ამერიკელ სპეციალისტებთან”- აცხადებენ სადაზღვევო კომპანია ვაიზერში.
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)