12:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-19 17:18:24, 1813 ნახვა

საზოგადოება
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების და პატრიარქის შეხვედრა დასრულდა. მშობლების თქმით, საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. 

მშობლებმა აღნიშნეს, რომ საპატრიარქო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეპირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რათა ეს "ჩატეხილი ხიდი", რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, აღდგეს.

"დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული და უთბილესი პატრიარქთან. საპატრიარქო დაგვპირდა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა რაც გვაქვს ყველაფერში მიიღებენ მონაწილეობას. უმოკლეს დროში რაც მოხდება, შეიქმნება სამუშაო გუნდი, სადაც მიიღებს მონაწილეობას საპატრიარქო, სპეციალისტები და ასევე მშობლები. საპატრიარქო დაგვიდგება გვერდში, ჩვენი პრობლემების გადაჭრაში მინაწილეობას მიიღებენ და ჩვენთან ერთად იმუშავებენ", - თქვა დიუშენის სინდრომით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა თაკო გოგოლაძემ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ. საუბარია ასი ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებსაც აქვთ ეს დაავადება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics