|
2026-05-18 13:22:13, 4234 ნახვა
ეკონომიკა
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი სხვადასხვა საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რითაც ახალგაზრდა პროფესიონალებს და უკვე მოსწავლეებს, აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ განათლება წამყვან უნივერსიტეტებსა და სასწავლებლებში, სრული დაფინანსებით. გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკი 2014 წლიდან Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია. შესაბამისად, ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. Fulbright-ის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. 2027-2028 წლის გამარჯვებულის გამოსავლენად განაცხადების მიღება მიმდინარეობს. Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2026 წლის 1 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს. გახდი საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი წელს, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ახალ ლოკაციაზე - მადრიდში, Miami Ad School Europe-ში გრძელდება. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 8 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 5 სტიპენდიატი. გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებს. პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2027-2028 წლის პროგრამაზე მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციები აგვისტოში გაიხსნება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის 15-17 წლის მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი UWC Georgia-ს პარტნიორია. UWC Georgia მიზნად ისახავს განათლების საშუალებით სხვადასხვა ხალხის, ერისა და კულტურის დაახლოებას. პროგრამა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საინტერესო ლოკაციაზე - მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა. საქართველოს ბანკისა და UWC Georgia-ს პარტნიორობის ფარგლებში უკვე ორი სტიპენდიატია გამოვლენილი, წლევანდელი კონკურსი 1 აგვისტოს გამოცხადდება. ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)