|
2026-05-09 17:58:21, 5135 ნახვა
ეკონომიკა
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
თიბისის მობაილბანკს ინვესტირების ახალი შესაძლებლობა - კრიპტოთი ვაჭრობა დაემატა. ახალი ფუნქციონალით შესაძლებელია, 30-მდე ყველაზე პოპულარული კრიპტოაქტივით ვაჭრობა სწრაფად და მარტივად, დამატებითი რეგისტრაციის გარეშე. ინვესტირება კი 1$-დან არის შესაძლებელი, რაც თანამედროვე აქტივებზე წვდომას კიდევ უფრო ამარტივებს. ციფრულ აქტივებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველ ეტაპზე კრიპტოთი ვაჭრობა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი. მობაილბანკში კრიპტოაქცივებით ვაჭრობის შესაძლებლობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად იყიდონ და გაყიდონ კრიპტოაქტივი მათთვის ნაცნობ და უსაფრთხო ციფრულ გარემოში. კრიპტო პლატფორმის დამატება ციფრული განვითარების სტრატეგიის ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, თიბისი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ონლაინ და მობაილბანკინგი დანერგა. 2023 წლიდან დღემდე კი 160 ათასამდე მომხმარებლს მისცა შესაძლებლობა, ინვესტირება აშშ-ის წამყვან კომპანიებში 1$-დან მობაილბანკის მეშვეობით დაეწყოთ. თიბისი, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციური ბანკი, ახალი ფუნქციონალით საინვესტიციო შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს. თიბისი კრიპტოს პროექტი კომპანია Bybit-თან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც მეორე უმსხვილესი კრიპტო პლატფორმაა მსოფლიოში. აღმოაჩინე თიბისი კრიპტოს მობაილბანკში - https://app.tbcbank.ge/YiId/f8grokbc გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა. კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)