|
2026-04-22 11:38:53, 2245 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
დედამიწის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკი იმ გარემოსდაცვით ინიციატივებს აჯამებს, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ენერგოეფექტურობის გაზრდას და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას. ბანკისთვის გარემოს დაცვა გრძელვადიანი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და მოიცავს როგორც მწვანე დაფინანსების განვითარებას, ისე შიდა პროცესების უფრო მდგრადი და რესურსეფექტური მოდელისკენ გარდაქმნას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ბიომრავალფეროვნების დაცვა. Caucasus Nature Fund-თან თანამშრომლობით, 2010 წლიდან საქართველოს ბანკი მხარს უჭერს 18 დაცული ტერიტორიის შენარჩუნებასა და განვითარებას. საქართველოს ბანკი ასევე ლიდერია მწვანე დაფინანსების მიმართულებით. ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიასთან შესაბამისი პორტფელი ქვეყნის საერთო მწვანე დაფინანსების 68%-ს შეადგენს. ენერგოეფექტურობის მიმართულებით ბანკი აქტიურად იყენებს განახლებად ენერგიას. რეგიონულ ფილიალებში მოხმარებული ელექტროენერგიის 88% უკვე მზის ენერგიაზე მოდის, რაც ამცირებს ნახშირბადის ემისიებს და ზრდის ენერგიის გამოყენების ეფექტიანობას. საქართველოს ბანკის მდგრადი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა სათავო ოფისის მიერ EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies) საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება, რომელიც ადასტურებს შენობის მაღალ ენერგოეფექტურობას. პარალელურად, ბანკის ფილიალებსა და ოფისებში ეტაპობრივად ინერგება ენერგოეფექტური განათება, მიმდინარეობს HVAC სისტემების ოპტიმიზაცია და მოძველებული ტექნიკის განახლება, რაც საერთო ჯამში ენერგიის მოხმარებას და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას ამცირებს. გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება საქართველოს ბანკის სტრატეგიული ხედვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ინიციატივების განხორციელება სამომავლოდაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)