13:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-21 14:27:29, 2810 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა, გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ იუსტიციის სამინისტროში ოფიციალური რეგისტრაციის 14 წლისთავს.

„14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა“, - წერს პოლიტიკოსი.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ასევე „გადაჭარბებული თავმდაბლობის, იმედის ნაკლებობის, საკუთარი თავისადმი რწმენის ნაკლებობის და ქვეყნის ყველაფერზე მაღლა დაყენების უუნარობის ან სურვილის არქონის“ შედეგია.

„ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალია: გადაჭარბებული თავმდაბლობა, იმედის ნაკლებობა, საკუთარი თავისადმი რწმენის ნაკლებობის და ქვეყნის ყველაფერზე მაღლა დაყენების უუნარობის ან სურვილის არქონის. ერთად ჩვენ ამას გამოვასწორებთ და ერთად შეგვიძლია!“ - წერს ზურაბიშვილი.

გავიხსენოთ, რომ 14 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც პოლიტიკური პარტია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics