|
2026-04-20 16:37:02, 5743 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
17-19 აპრილს “ექსპო ჯორჯიამ” სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას, Caucasus Build 2026-ს უმასპინძლა. ყოველწლიურმა ღონისძიებამ 200-მდე კომპანია გააერთიანა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. Caucasus Build-ი საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით ჩატარდა და სხვადასხვა ფორმატს მოიცავდა. თიბისის მხარდაჭერით, ღონისძიებაზე პანელური დისკუსია გაიმართა - „როგორ შენდება მსხვილი პროექტები საქართველოში - შესყიდვები და გადაწყვეტილებები“. კონფერენციაზე მსხვილმა სამშენებლო კომპანიებმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და მცირე და საშუალო მწარმოებლებს რეკომენდაციები გაუზიარეს, რაც მათ ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარებათ. „თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, მხარს უჭერს სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც აერთიანებს კომპანიებს საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. მშენებლობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები საქართველოს ეკონომიკის მსხვილი და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. გასულ წელს ქვეყნის მშპ-ს 17% სწორედ ამ სექტორზე მოდიოდა, თიბისის წილი კი ამ ბაზარზე 45%-მდეა და ლიდერის პოზიცია გვიჭირავს. ბოლო წლებში სწრაფად გაფართოვდა სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარიც - გაორმაგდა თიბისის დაფინანსებაც და ბანკის პორტფელმა 730 მილიონ ლარს მიაღწია. თუმცა, ჩვენი მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით: Caucasus Build-ის პლატფორმით ვაძლიერებთ ბიზნესკავშირებს, ვაზიარებთ გამოცდილებას და ვქმნით რეალურ შესაძლებლობებს კომპანიებისთვის. ამით ხელს ვუწყობთ სექტორის ზრდას და ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას”, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი. „Caucasus Build არის პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს სამშენებლო სექტორის მთავარ მოთამაშეებს და ქმნის სივრცეს ახალი პარტნიორობებისა და რეალური ბიზნეს შესაძლებლობებისთვის. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მრავალფეროვნება და მასშტაბი, რასაც გამოფენა სთავაზობს როგორც პროფესიონალებს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ სამშენებლო თუ სარემონტო პროექტებს გეგმავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ექსპო ჯორჯია იყოს ადგილი, სადაც ყალიბდება თანამშრომლობა კომპანიებს შორის და იწყება ახალი პროექტები”,- რესან ქიქავა, “ექსპო ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)