|
2026-04-19 10:09:51, 3050 ნახვა
პოლიტიკა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
"მკვლელმა, კორუმპირებულმა, კრემლისა და პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა საერთაშორისო კანონებისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით, ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს. -წერს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი "მთელი ჩემი გული, ფიქრები და სული ჩემს ძვირფას საქართველოში, ხალხის გვერდით, პარლამენტის წინ, ჩვენს მებრძოლ მეგობრებთან დარჩა. უდიდეს მადლობას ვუხდი დაფასებისთვის ქართველ ხალხს, ჩემს ყველა თანამებრძოლს, მეგობრებსა და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. მკვლელმა, კორუმპირებულმა, კრემლისა და პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა საერთაშორისო კანონებისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით, ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს. ამ ნაბიჯით მან ხალხის დღევანდელობა და მომავალი საკუთარ პირად ინტერესებს შესწირა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აფგან სადიგოვის საქართველოში დარჩენა საქართველოს სახელმწიფოსთვის ძალიან სერიოზული საფრთხეა“. სამწუხაროა, რომ საქართველოში დარჩენა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის ბოლომდე გაგრძელება ვერ შევძელი. თუმცა მჯერა, რომ მამაცი, მებრძოლი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი ბოლომდე შეუპოვრად და მტკიცედ გააგრძელებს გზას და კრიმინალურ ბანდას, სახელწოდებით ქართული ოცნება, რომელიც დამნაშავეებისგან შედგება, და პირადად ბანდიტთა მეთაურ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური არენიდან სამუდამოდ მოიშორებს. მე ქართველი ხალხისა და ჩემი მებრძოლი მეგობრების გვერდით ბოლომდე ვიქნები! უცნობია, რა მოხდება გარკვეული დროის შემდეგ ან რა ტრაგედიებს დაგვატეხენ თავს. პატიმრობა, რეპრესია, იდუმალებით მოცული მკვლელობა - ეს ყველაფერი ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეემთხვას მას, ვინც პოლიტიკური ბრძოლის ველზე დგას. გაუმარჯოს თავისუფლებას! დიქტატურა უნდა დასრულდეს! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“ - წერს აფგან სადიგოვი 5 აპრილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ქვეყნიდან გააძევეს, 2 000 ლარით დააჯარიმეს და საქართველოში შემოსვლა 3 წლით აუკრძალეს. მისმა უფლებადამცველმა, თამთა მიქელაძემ, გაავრცელა პოსტი, რის გამოც სადიგოვი ქვეყნიდან გააძევეს:"იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ." ამასთან, შსს-ს მტკიცები, ქართული მხარისთვის ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. აფგან სადიგოვი საქართველოდან გაძევების შემდეგ აზერბაიჯანში დააკავეს, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)