|
2026-04-15 19:31:14, 4955 ნახვა
ეკონომიკა
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
SOLO ქართველი ხელოვანების და მათი გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჰესსინკის თბილისის სააუქციონო სახლის მიერ ორგანიზებული, თანამედროვე ქართული ხელოვნების პირველი საერთაშორისო აუქციონის პარტნიორია. აუქციონი, სახელწოდებით „თანამედროვე და მოდერნისტული ქართული ხელოვნება“, გაიმართება თბილისში, 27 აპრილს. პარალელურად მოხდება აუქციონის პირდაპირი ჩართვა საერთაშორისო სააუქციონო პლატფორმებზე, რაც უზრუნველყოფს ლოტების გლობალურ ხილვადობასა და საერთაშორისო კოლექციონერებთან პირდაპირ წვდომას. კოლექცია მე-20 და 21-ე საუკუნის მხატვრების 90 ნამუშევარს მოიცავს და საქართველოს უნიკალური ვიზუალური ენით შესრულებულ რთულ ნარატივს წარმოაჩენს, რაც მისი კომპლექსური ისტორიით და მდიდარი კულტურული იდენტობით არის ჩამოყალიბებული. კოლექციონერები, დაწესებულებები, კურატორები, ასევე ხელოვნების დარგის პროფესიონალები, მოწვეულები არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ აუქციონში, რომელიც იშვიათ შესაძლებლობას იძლევა შეიძინოთ მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები სწრაფად განვითარებადი სახელოვნებო ბაზრიდან და ჩაერთოთ საქართველოს კულტურულ ნარატივში მისი განვითარების ამ გადამწყვეტ მომენტში. ეს ღონისძიება საერთაშორისო აუქციონების, მრავალმხრივი სახელოვნებო და საკოლექციო კატეგორიების გაფართოებული აქტივობების მუდმივმოქმედი პროგრამის დასაწყისის საწინდარია, რადგან კომპანია თბილისში თავის ხანგრძლივ მოღვაწეობას უყრის საფუძველს. უნდა აღინიშნოს, რომ ჰესსინკის საერთაშორისო აუქციონის სახლი პრესტიჟული დაწესებულებაა, რომელიც გამომსახველობითი და ძვირფასი კოლექციების განხრით სპეციალიზდება, დაწყებული ანტიკვარიატით, საიუველირო ნაკეთობებით, ვერცხლით, სამხედრო ნივთებით და აზიური ხელოვნებით დამთავრებული. განსაკუთრებით კი, ის იშვიათი საკოლექციო ნივთებით გამოირჩევა. მისი სათავო ოფისი მდებარეობს ნიდერლანდებში. კომპანია მოქმედებს გლობალურად და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აუქციონის სახლი დასავლეთ ევროპაში. ის ცნობილია გამორჩეული შედეგებითა და საერთაშორისო სააუქციონო რეკორდებით. მან გლობალური აღიარება მოიპოვა 2025 წელს, როდესაც რეკორდულ $2.5 მილიონ დოლარად გაყიდა უდიდესი გიბეონის მეტეორიტი.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)