|
2026-04-15 16:55:36, 4186 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციისა და საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიერ გაცემულ გრანტებზე "გრანტების შესახებ" კანონი არ გავრცელდება. შესაბამისი შესწორება იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას შეიტანეს. "გრანტების შესახებ" კანონით განსაზღვრულია რამდენიმე ორგანიზაცია, რომელსაც გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად მთავრობისადმი მიმართვის ვალდებულება არ აქვს. ჩამონათვალში გვაქვს, Erasmus +, "ჰორიზონტი ევროპა", DAAD-ის პროგრამა "შემოქმედებითი ევროპა" - ამ პროგრამების ფარგლებში გაცემულ გრანტებზე, რომლებიც მიემართება ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო სამუშუებისთის გაცემულ გრანტებზე არ ვრცელდება კანონი "გრანტების შესახებ". გთავაზობთ, რომ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რაც ისედაც იგულისხმებოდა, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისთვის და ამ ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე "გრანტების შესახებ" კანონი არ გავრცელდეს. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პირებზე ისედაც არ ვრცელდებო და კანონით საქართველოში დაფუძნებულია კონკრეტული აიპი-ი, რომელიც არის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის წევრი და მათზე მეტი სიცხადისათვის პირდაპირი ჩანაწერი იყოს, რომ "გრანტების შესახებ" კანონი არ ვრცელდება. ამავდროულად, დავაზუსტოთ, რომ საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზეც "გრანტების შესახებ" კანონი არ ვრცელდება, აქ იგულისხმება მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული გრანტი, რომელიც როგორც წესი ყოველთვის სასესხო ხელშეკრულების თანმდევი გრანტია და აქ სუვერენიტეტის დარღვევის რისკები მინიმალურია. ასეთი გრანტები სხვა პროცედურის შესაბამისად მთავრობასთან ისედაც თანხმდება, ხოლო პოლიტიკურ ნაწილში გრანტები არ გაიცემა". - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. ივანიშვილის პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განხილიავს, კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით, დღეს, 15 აპრილს მიიღებენ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)