|
2026-04-14 22:44:05, 9042 ნახვა
ეკონომიკა
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
Zeekr-მა ახალი დამუხტვადი ჰიბრიდი, 8X წარადგინა. ლუქს კლასის SUV 2.0-ლიტრიან ტურბო ძრავასა და სამ ელექტრო მოტორს აერთიანებს, რაც ჯამში 1 030 კვტ სიმძლავრეს აღწევს. ავტომობილის აგრესიული დიზაინი და ულტრათანამედროვე შესაძლებლობები Zeekr 8X-ს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მოდელად აქცევს. ახალი მოდელის გლობალური პრეზენტაციის შემდეგ, სამოდელო ხაზს გააფართოებს „ზიკერ ცენტრი თეგეტაც“ - 8X საქართველოს ბაზარზე ზაფხულის სეზონიდან იქნება ხელმისაწვდომი.
გიორგი შაქარაშვილი, „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „ახალი მოდელი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უყვართ დიდი, კომფორტული, მაღალი ტექნოლოგიური და ამავდროულად ეკონომიური და ძლიერი ჰიბრიდული ავტომობილები. გამომდინარე იქიდან, რომ მისი წინამორბედის, Zeekr 9X-ის წარდგენამ როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მომხმარებლებში, Zeekr-მა გადაწყვიტა, მათთვის ოდნავ უფრო კომპაქტური, თუმცა მაინც შთამბეჭდავი ზომის ლუქს კლასის SUV - Zeekr 8X შეგვეთავაზებინა. ეს არის კიდევ უფრო დინამიკური, სწრაფი და მანევრირებადი ავტომობილი. 8X იდეალური არჩევანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც 9X ზომით ოდნავ დიდი აღმოჩნდა. ეს არის დამუხტვადი ჰიბრიდი (PHEV), რომელიც გამოიმუშავებს 900-დან 1400 ცხენის ძალამდე სიმძლავრეს. ავტომობილი გამოირჩევა მაღალი დინამიკითა და Zeekr-ის უახლესი ტექნოლოგიებით. ერთი დამუხტვით, მხოლოდ ელექტრო რეჟიმში, ამ მოდელს 400 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია“. ახალი 8X უფრო მცირე ზომისაა და სპორტული დიზაინით გამოირჩევა, თუმცა, 9X-სა და 009-ს მსგავსად, მასაც აქვს ტრადიციული ქრომირებული სტილის ცხაურა. Dawn ვერსიაში კი შავი ცხაურა გვხვდება, რაც მანქანას უფრო აგრესიულ და მონოქრომატულ იერს სძენს. ზომების მიხედვით 8X საკმაოდ მასშტაბურია:
ზომით ის უფრო ახლოს არის ფლაგმანურ 9X-თან, ვიდრე 7X-თან. შედარებისთვის:
ტექნიკურად, 8X აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ტურბო ძრავით, რომელიც 205 კილოვატს გამოიმუშავებს. სისტემა შეიძლება კომბინირდეს სამამდე ელექტროძრავასთან და 55.1 ან 70-კილოვატსაათიან ბატარეასთან. Dawn ვერსიაში, სამი ელექტროძრავის დახმარებით, ჯამური სიმძლავრე 1 030 კილოვატს აღწევს, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 2.96 წამი სჭირდება. ორ ელექტროძრავიან ვერსიაში კი სიმძლავრე 660 კილოვატამდეა და აჩქარება 3.7 წამს შეადგენს. 70-კილოვატსაათიანი ბატარეით, CLTC ციკლით საერთო სავალი მანძილი 1 416 კმ-მდე აღწევს, ხოლო Dawn ვერსიაში - 1 210 კმ-მდე. მხოლოდ ელექტრო რეჟიმში ავტომობილი დაახლოებით 410 კმ-ს გადის. 900-ვოლტიანი სისტემა კი 6C ულტრასწრაფ DC დამუხტვას უზრუნველყოფს. Zeekr განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრაქტიკულობას - 8X-ს სალონში 50-მდე სხვადასხვა სათავსო აქვს.
ინტერიერში წარმოდგენილია თანამედროვე და მაღალი ტექნოლოგიები:
ლუქს ფუნქციებს შორისაა:
Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ზიკერ ცენტრი თეგეტაა“, სადაც, სხვა მოდელებთან ერთად, უკვე წარმოდგენილია ორი Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი - 9X და 007 GT. ახალი მოდელის წარდგენის შემდეგ, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ბრენდის შოურუმს ეწვიონ (დავით აღმაშენებლის ხეივანი 137), ტესტ-დრაივი დაჯავშნონ და 8X-ის შესაძლებლობებს პირადად გაეცნონ. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“შემავალი კომპანია „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



8X-ის ტექნიკური მახასიათებლები:
ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)