|
2026-04-03 12:38:41, 6256 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
"რა თქმა უნდა მე მე მყავს ჩემი კანდიდატები. ჩემი კანდიდატები არიან, ვინც ილია მეორეს მოყვებიან ადრეული დროიდან - 60 წელს ზევით არიან, ზოგი 70-ს აღემატებიან", - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა საპატრიარქოში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ასაკობრივი შეზღუდვა არასწორია. "მე ვფიქრობ, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არასწორია. პირიქით, 70 და 60 წელი პატრიარქისთვის საჭირო ასაკია, მთავარია, ფუნქციონირებდეს და მუშაობდეს სისტემა. პატრიარქი ნამდვილად უნდა იყოს ფსიქოლოგიურად ამ ასაკის“, – განაცხადა მეუფე ზენონმა. სასულიერო პირს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ ხედავს პატრიარქის არჩევის პროცესში რაიმე სახის ჩარევას, რაზეც მეუფე ზენონმა განაცხადა: "ახლა მე ვერანაირ ჩარევას ვერ ვხედავ, თუ ხელისუფლებისგან გულისხმობთ, ემ ამას ვერ დავადასტურებ" მაღალი იერარქები უკვე საპატრიარქოში არიან. ამ წუთებში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც მეუფე შიო არავლენს. ამის შემდეგ სინოდის სხდომა დაიწყება. მაღალი იერარქები უკვე საპატრიარქოში არიან. მაქსიმუმ რა ასაკის უნდა იყოს და განათლების რა ხარისხი უნდა ჰქონდეს პატრიარქობის კანდიდატს - დიდი ალბათობით, სწორედ ამის შესახებ იმსჯელებენ დღეს სინოდის წევრები. სასულიერო პირების ერთი ნაწილი ფიქრობს რომ საპატრიარქო ასაკს ორი წელი უნდა დაემატოს.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)