|
2026-04-02 11:48:23, 5909 ნახვა
საზოგადოება
2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. სტუდენტები, რომლებიც წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან. აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)