|
2026-03-26 18:19:33, 1816 ნახვა
მსოფლიო
ირანი ჰორმუზის სრუტეს ხსნის ინდოეთისთვის, ჩინეთისთვის, რუსეთისთვის და კიდევ 3 ქვეყნისთვის
ირანი აცხადებს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გამოსაყენებლად გაიხსნება - ინდოეთისთვის, ჩინეთისთვის, რუსეთისთვის, პაკისტანისთვის, ერაყისა და ბანგლადეშისთვის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში თქვა, რომ სრაელთან და აშშ-სთან მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების მიუხედავად, სრუტე "ღიად დარჩება" მეგობარ ქვეყნებთან. "ბევრი გემის მფლობელმა ან ქვეყნებნა, რომლებიც ამ გემებს ფლობენ, მოგვმართეს და გვთხოვეს, უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხო გადაადგილება სრუტეში. ზოგიერთ ასეთ ქვეყანას ჩვენ მეგობრად მივიჩნევთ, ან სხვა მიზეზების გამო, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები სრუტეში მათ უსაფრთხო გავლას უზრუნველყოფენ", - თქვა Reuters-ის მიხედვით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ იმ ქვეყნების გემებს, რომლებიც - "ირანის მტრებად მიიჩნევიან ან მიმდინარე კონფლიქტში არიან ჩართულნი, სრუტეში გავლის შესაძლებლობა არ ექნებათ". ამ კონტექსტში მან ახსენა აშშ, ისრაელი და "სპარსეთის ყურის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც კრიზისში მონაწილეობენ". "ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ. რეგიონი ომის ზონაა და არ არსებობს მიზეზი, რომ მტრებისა და მათი მოკავშირეების გემებს გავატაროთ. თუმცა სხვებისთვის ის კვლავ ღია რჩება", - თქვა ირანის საგარეო მინისტრმა. ჰორმუზის სრუტე, რომელიც გლობალური ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტია, ფაქტობრივად დაკეტილია მას შემდეგ, რაც რეგიონში სამხედრო კონფლიქტი გამწვავდა. ადრე ამ გზით მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადიოდა, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნების ძირითადი სატვირთო ნაკადები. ამ დროისთვის სპარსეთის ყურეში დაახლოებით 3 200 გემი არის გაჩერებული, რადგან ეკიპაჟები და მფლობელები თავს არიდებენ ვიწრო სრუტის გავლას უსაფრთხოების მაღალი რისკების გამო. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანის მიერ მინიმუმ 22 გემზე განხორციელდა თავდასხმა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ უკვე გამართა საგანგებო შეხვედრა, სადაც განიხილეს კრიზისის მართვის გზები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე, რათა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ გემებს ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა მიეცეთ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)