|
2026-03-25 14:38:43, 2056 ნახვა
საზოგადოება
სიონში მეუფე შიო, კობახიძე და ყაველაშვილი მივიდნენ
სიონის საპატრიარქო ტაძარში, ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები მივიდნენ - სიონის ტაძარის ეზოში ავტომობილით მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო. გარდა ამისა, ილია II-ის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესა და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო, ტაძარში პარაკლისს და პანაშვიდს აღავლენს. პარაკლისი 14:00 საათზე დაიწყო. „როგორც ცნობილია, მეცხრე დღეს, ისევე როგორც მეორმოცე დღეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს ასევე ავტოკეფალიის აღდგენა აღინიშნება, დღე, რომელსაც ილია II განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ყოველწლიურად აქ პარაკლისს აღნიშნავდა. დღეს აქ ავტოკეფალიის აღდგენის პატივსაცემად პარაკლისი აღევლინება, რასაც მოჰყვება პანაშვიდი ილია II-ისთვის“, - აღნიშნავს სამების საკათედრო ტაძრის სასულიერო პირი, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ის 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)