|
2026-03-24 15:11:17, 2479 ნახვა
საზოგადოება
კვლევა: საქართველოში სახელმწიფო პენსია საჭირო მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
Euronews HR კომპანია Moorepay-ის კვლევას აქვეყნებს, რომელიც ეხება იმას, საკმარისია თუ არა სახელმწიფო პენსიები ცხოვრების ხარჯების დასაფარად ევროპის ქვეყნებში. კვლევის მიხედვით, 39 ევროპული ქვეყნიდან 20-ში სახელმწიფო პენსიები არ არის საკმარისი ცხოვრების ხარჯების დასაფარად - მათ შორის, ბოლო ადგილზე არის საქართველო, ყველაზე დაბალი მაჩვენებლით. კერძოდ, კვლევის თანახმად - საქართველოში სახელმწიფო პენსია ერთი ადამიანისთვის საჭირო მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 39 ქვეყანაში (EU-ის წევრები, კანდიდატი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო) პენსიების წილი ცხოვრების ხარჯებთან მიმართებით მერყეობს 22%-დან (საქართველო) - 225%-მდე (ლუქსემბურგი). კვლევაში არ არის გათვალისწინებული ბინის ქირა, ის ეხება კვებას, ტრანსპორტს, კომუნალურ გადასახადებს და ყოველდღიურ საჭიროებებს. ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ეს მონაცემები ასახავს ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯს და ერთ საშუალო პენსიას 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით. Moorepay-მ საშუალო პენსიების მონაცემები შეაგროვა, ცხოვრების ხარჯები აღებულია Numbeo-დან და წარმოადგენს ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. რეალური მდგომარეობა შეიძლება ქალაქის მიხედვით განსხვავდებოდეს. Euronews კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ მაგალითად, ლუქსემბურგში საშუალო სახელმწიფო პენსია არის 28,790 ევრო, ხოლო ცხოვრების ხარჯი - 12,791 ევრო. შედეგად, რჩება 15,989 ევროს სიჭარბე, რაც ნიშნავს, რომ პენსია ორჯერ მეტია საჭირო ხარჯზე. პენსიები ასევე ორჯერ მეტია ცხოვრების ხარჯზე იტალიაში (210%) და ფინეთში (208%). ესპანეთი (199%) და დანია (189%) ამ დონეს უახლოვდება. სხვა ქვეყნებში პენსიების წილი მერყეობს 150%-დან 180%-მდე, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია. ეს ქვეყნებია: ისლანდია (179%), ნორვეგია (178%), გერმანია (176%), ბელგია (170%), ავსტრია (165%), საფრანგეთი (160%), ნიდერლანდები (159%) და შვედეთი (158%). ექვს ქვეყანაში მაჩვენებელი 100%-დან 150%-მდეა — ანუ პენსია საკმარისია ერთ ადამიანზე (ქირის გარეშე), თუმცა სიჭარბე მცირეა. ესენია: შვეიცარია (131%), ირლანდია (126%), გაერთიანებული სამეფო (120%), პოლონეთი (112%), ჩეხეთი (108%) და საბერძნეთი (103%). ზოგ შემთხვევაში პენსია მაინც ფარავს ცხოვრების ხარჯების 80%-ზე მეტს: სლოვენია (95%), სლოვაკეთი (94%), ესტონეთი (91%), პორტუგალია (90%), მონტენეგრო (89%), ლიტვა (85%), ხორვატია (82%) და უნგრეთი (81%). თუმცა, ბევრ ქვეყანაში მდგომარეობა ცუდია და მაჩვენებელი 65%-ზე დაბალია. საქართველო (22%) ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილზეა, შემდეგ მოდის ალბანეთი (29%), უკრაინა (29%) და მოლდოვა (42%). ამ ქვეყნებში პენსია ვერ ფარავს ცხოვრების ხარჯების ნახევარსაც კი. ასევე დაბალია მაჩვენებელი ბოსნია და ჰერცეგოვინაში (53%), კვიპროსში (58%), ჩრდილოეთ მაკედონიაში (61%), თურქეთში (64%) და ლატვიაში (65%).
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)