|
2016-03-31 14:29:53, 910 ნახვა
სამართალი
პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და ფოტოსურათები დასაშვებ მტკიცებულებათა ნუსხაში რჩება
მოსამართლე ბადრი შონიამ პროკურატურის შუამდგომლობა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, არ დააკმაყიფილა. კერძოდ, პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი ბრალდებულ მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, რომელიც პაპიძის განცხადების საფუძველზე (ფიზიკურ ძალადობაზე) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდშია გაკეთებული, და ფოტოსურათები. საუბარია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერების ფოტოებზე, რომელზეც სისხლის ლაქა არაა აღბეჭდილი. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ზემოთ ხსენებული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)