|
2026-03-20 15:50:58, 3217 ნახვა
მსოფლიო
ლაიენის თქმით, EU გამონახავს უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის მიწოდების გზებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 20 მარტს თქვა, რომ უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირი გამონახავს გზებს, რათა უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გადასცეს. ეს განცხადება მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა. "უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გადაცემის საკითხზე, მინდა, გადავიდე. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროპის საბჭოში დეკემბერში. არსებობდა ერთი პირობა - რომ სამი ქვეყანა არ მიიღებდა მონაწილეობას ამ შეთანხმებაში. ეს პირობა შესრულებულია. ნათლად ვთქვათ, რა მოცემულობაში ვართ: სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი არ ასრულებს საკუთარ სიტყვას. თუმცა მინდა გავიმეორო ის, რაც უკვე ვთქვი კიევში - ჩვენ ამას მაინც შევასრულებთ, ამა თუ სხვა გზით", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ამავე თემაზე კომენტარი გააკეთეს ფრიდრიხ მერცმა და ემანუელ მაკრონმა. "ჩვენ არ უნდა წავიდეთ კომპრომისზე. სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერები შეთანხმდებიან გადაწყვეტილებაზე და ის აუცილებლად უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გარკვეულწილად აზრს უკარგავს თავად ჩვენს შეთანხმებებს. ამიტომ ჩემთვის "გეგმა B" არ არსებობს, რადგან "გეგმა A" უნდა შესრულდეს. საბჭოს სანდოობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული", - თქვა ემანუელ მაკრონმა "მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი კოლეგები, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრები ბევრად უფრო დიდი ხანია არიან, ვიდრე მე, ღრმად შეშფოთებულები არიან იმით, რაც ახლა ხდება. ეს წევრ სახელმწიფოებს შორის ერთმანეთისადმი ერთგულების პრინციპის სერიოზული დარღვევაა, რაც ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს. აქამდე ამ ფორმით ასეთი არაფერი მომხდარა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ღრმა რეპუტაციულ კვალს დატოვებს", - თქვა ფრიდრიხ მერცმა. უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ უნგრეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას იქამდე, სანამ კიევი მილსადენ დრუჟბას გავლით ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყენებენ დრუჟბას მილსადენით შესულ რუსულ ნავთობს - თუმცა, უკრაინის გავლით დრუჟბას ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ ნავთობი აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)