|
2026-03-17 14:12:06, 1330 ნახვა
საზოგადოება
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა. ჰაბი, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადისთვის (EGOI) მონაწილე მოსწავლეების შერჩევას, გადამზადებას და ეროვნული ნაკრებების დაკომპლექტებას უზრუნველყოფს. ჰაბის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე გვანცა ხვედელიძეა - მოსწავლე, რომელმაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე, საქართველოს სახელით ასპარეზობისას, არაერთხელ მოიპოვა გამარჯვება. გვანცას თქმით, სწორედ საკუთარი თავის რწმენა, ინტენსიური მეცადინეობა და მუდმივი შრომა გახდა მისი წარმატებების საფუძველი. გვანცამ 2023 წელს საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ეს შედეგი 2025 წელს კიდევ ერთხელ გაიმეორა. დღეს ის აბიტურიენტია და თავის კარიერულ მომავალს კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში ხედავს. გვანცა აღნიშნავს, რომ EGOI განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პლატფორმაა გოგოებისთვის, რადგან მათ აძლევს შესაძლებლობას, ტექნოლოგიების სფეროში, საკუთარი უნარები სტერეოტიპების გარეშე წარმოაჩინონ. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი კი მოსწავლეებს ოლიმპიადებისთვის როგორც აკადემიურად, ისე მენტალურად მომზადებაში ეხმარება. „გოგოებს ხანდახან უჭირთ ინფორმატიკის სწავლა სტერეოტიპებისა და ბევრი ნეგატიური კომენტარების გამო, ამიტომ, ჩემი აზრით, ზუსტად ეს სივრცე დაეხმარებათ მათ, რომ არ შეუშინდნენ გამოწვევებს და ბევრი შრომა ჩადონ იმ საგანში, რომელიც მთელი გულით უყვართ და აინტერესებთ რადგან, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ - მთავარია გჯეროდეთ“ - გვანცა ხვედელიძე. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი აგრძელებს ახალგაზრდა ტექნოლოგიური ტალანტების მხარდაჭერას, რათა მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინონ. თუ გსურს ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში საკუთარი ძალების გამოცდა, ჰაბი გაძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინო შენი პოტენციალი და კონკურენცია გაუწიო მსოფლიოს საუკეთესო ტექ-ენთუზიასტებს. ევროპის გოგოების ოლიმპიადის შესარჩევ ტურზე რეგისტრაცია ღიაა 21 მარტამდე. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში - თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი და სხვა ინიციატივები - მიიღებ ცოდნას, შექმნი პირველ ციფრულ პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორიას თავად დაწერ.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)