|
2026-03-11 10:40:48, 3376 ნახვა
მსოფლიო
Reuters: მოჯტაბა ხამენეი შესაძლოა ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების დროს დაიჭრა
სააგენტო როიტერის ცნობით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი, შესაძლოა აშშ-ისრაელის თავდასხმების დროს დაიჭრა, რომლის შედეგადაც მისი მამა, აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. სააგენტო აღნიშნავს, რომ ამჟამად ამის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს, მაგრამ ირანული მედია იყენებს ტერმინოლოგიას, რომელიც ამას მიანიშნებს: „სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი გამოჩნდა დაჭრის შესახებ ჭორების დასადასტურებლად და ხამენეის „რამადანის ომის“ „ჯანბაზი“ (დაჭრილი ვეტერანი) უწოდა, როგორც ირანი ამჟამინდელ კონფლიქტს უწოდებს“. აღნიშნულია, რომ დაზიანება, უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, შეიძლება ხსნიდეს მოჯტაბას დუმილს უზენაეს ლიდერად გამოცხადების შემდეგ. სააგენტოს წყაროების ცნობით, ფაქტობრივი ძალაუფლება ახლა IRGC-ის ხელშია კონცენტრირებული, რომელიც „გააფთრებული“ იყო პრეზიდენტ პეზეშკიანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ალი ხამენეიმ შეძლო გვარდიის შეკავება, მათი ინტერესების პოლიტიკური და სულიერი ელიტის შეხედულებებთან დაბალანსებით: „ახლა, მაშინაც კი, თუ ახალი ლიდერი საკმარისად ჯანმრთელია სათავეში ჩადგომისთვის, გვარდია, სავარაუდოდ, ძირითად გადაწყვეტილებებზე საბოლოო სიტყვას შეინარჩუნებს“. ასევე აღინიშნა, რომ გვარდიამ „დააწინაურა“ მოხტაბას კანდიდატურა ახალ უზენაეს ლიდერად, რადგან მას „მამის უფრო მოქნილ ვერსიად“ მიიჩნევს, რომელიც მზადაა მხარი დაუჭიროს მათ მკაცრ კურსს“. სამი მაღალი რანგის ირანული წყაროს, ყოფილი რეფორმატორი ჩინოვნიკის და კიდევ ერთი ინსაიდერის თანახმად, ხამენეის არჩევანმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკა და შიდა რეპრესიების ზრდა. ორმა მათგანმა გამოთქვა შეშფოთება, რომ გვარდიის დომინირება საბოლოოდ ისლამურ რესპუბლიკას სამხედრო სახელმწიფოდ გარდაქმნის, „რელიგიური ლეგიტიმურობის მხოლოდ თხელი ფარდით“.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)