|
2026-03-09 21:39:36, 15960 ნახვა
სპორტი
ყაველაშვილმა ფიგურული ციგურაობის ფედერაციისა და ნაკრების წევრებს ღირსების ორდენები გადასცა
ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფიგურული ციგურაობის ფედერაციისა და ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. "მთელი მსოფლიო თვალს ადევნებდა, ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა და სიამაყით ვიყავით განმსჭვალული თითოეული ჩვენგანი, იმიტომ, რომ იმ დიდ და გიგანტ ქვეყნებს შორის წარმოდგენილი იყო ჩვენი პატარა, მაგრამ ღირსეული და ნიჭიერი ქვეყანა. ვამაყობდით, რომ ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა გუნდმა, არ დასჯერდა ათეულის ადგილს, გავედით ხუთეულში. სულ ცოტა დაგვაკლდა, რომ ბრინჯაოს მედლები აგვეღო, მაგრამ ისტორიული შედეგი დაფიქსირდა - მეოთხე ადგილი. სასწაული მაინც მოხდა, ჩვენმა ლუკამ და ანასტასიამ, პირველად ქართული [ზამთრის] სპორტის ისტორიაში, შეძლეს ოლიმპიური მედლის მოპოვება და გაახარეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა. ეს მართლაც დიდი წარმატებაა ჩვენი სპორტისთვის და მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამიტომაც არის გამოკვეთილი ჩვენთვის სპორტის როლი ქვეყანაში. [...] მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ამ ჯანსაღი პროცესისა, ჩვენდა სამწუხაროდ, იყვნენ ძალები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ზიანი მიეყენებინათ ამ ჯანსაღი პროცესისთვის, დაეზიანებინათ სპორტსმენები, ეს ჯანსაღი პროცესი, შუღლი შემოეტანათ, დაპირისპირება, მაგრამ ეს მათ ვერ შეძლეს, ყველამ ერთად, საზოგადოებამ, სპორტსმენებმა, ხელისუფლებამ, სახელმწიფომ, ყველაფერი გავაკეთეთ, გავუმკლავდით ამ გამოწვევას და გავიმარჯვეთ. სწორედ ასეთი გამარჯვების დღეს აღვნიშნავთ დღეს პრეზიდენტის სასახლეში. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენს გუნდს. მათი წარდგენით მე დღეს მაქვს პატივი ჩვენი გამორჩეული სპორტსმენები და მათი წარმომადგენლები ღირსებით ორდენით დავაჯილდოო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, ვულოცავ სრულიად საქართველოს.“ - განაცხადა ყაველაშვილმა. გარდა ღირსების ორდენისა, ოლიმპირ თამაშებზე მონაწილეობისთვის სპორტსმენებს გადეცათ 50 000 - 50 000 ლარი, ხოლო ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას 500 000 - 500 000 ლარი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)