12:54 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 11:00:40, 731 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ვალიშვილი გაზპრომთან ხელშეკრულების პირობებზე: ჩვენი პოზიცია ცალსახაა და მასში ცვლილებას არ ვფიქრობ

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით,  ''გაზპრომთან'' გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალებზე კვლავ მუშაობა მიმდინარეობს. როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

''დეტალებზე ისევ მიდის მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ეს პროცესი დასრულდება'', - განაცხადა ვალიშვილმა.

კითხვაზე - ხომ არ შეიძლება, პირობები გადაიხედოს, ვალიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის პოზიცია ცალსახაა და არ ფიქრობს, რომ ამ პოზიციებში რაიმე ცვლილება შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics