|
2026-02-18 19:00:46, 684 ნახვა
პოლიტიკა
პროკურატურა: გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა ყველა დანაშაული, აანაზღაურა ზიანი
პროკურატურაში ამბობენ, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. კერძოდ, პროკურატურის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა მიყენებული ზიანი. "სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა მიყენებული ზიანი, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე", - ამბობენ პროკურატურაში. ცოტა ხნის წინ ადვოკატმა დაადასტურა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დღეს დატოვა. *** თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის დამნაშავედ იყო ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა. ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც. კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო იქამდე დატოვა, ვიდრე მას ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ. პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. გარდა ამისა, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა მტკვარი ჰესის საქმეზეც - სსკ-ის 344-ე და 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა საინვესტიციო პროექტები არაეფექტიანად მართა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო ჰესი დღემდე ექსპლუატაციაში არ შესულა.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)