|
2026-02-11 13:23:15, 1596 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისაგან- მოსწავლის ბარათის აღება უკვე, მობაილბანკიდან, ფილიალებში მისვლისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის მიტანის გარეშე არის შესაძლებელი. ფილიალში მისვლა საჭიროა მხოლოდ ფიზიკური ბარათის გასატანად. ბარათის შესაკვეთად, მშობლები უნდა შეხვიდეთ თქვენს მობაილბანკში, გადახვიდეთ პროდუქტების გვერდზე, აირჩიოთ “ბავშვის სივრცე” და დააჭიროთ ბარათის შეკვეთას. მობაილბანკიდან ბარათი სულ რამდენიმე წამში გააქტიურდება და მის გამოყენებას მოსწავლე ელექტრონულ საფულეში დამატებისთანავე შეძლებს. ფიზიკური ბარათის დამზადებას კი, მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე დასჭირდება. მშობლის მოწვევით, მოსწავლის ბარათის მფლობელ ნებისმიერ 6-დან 17 წლის მოსწავლეს, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მობაილბანკითაც და დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ფინანსები. მობაილბანკში მოსწავლეები შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა:
იმისათვის, რომ მოსწავლემ მობაილბანკზე მიიღოს წვდომა მშობელმა მობაილბანკის “ბავშვის სივრციდან” უნდა გაუგზავნოს მოწვევა. ეს არის მარტივი გზა, მისცეთ შვილს ყოველდღიური ფინანსური დამოუკიდებლობა, გამოუცხადოთ ნდობა და მხარი დაუჭიროთ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღებისას. თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები მუდმივად სარგებლობენ მათზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით და პარტნიორ ობიექტებში იბრუნებენ მომენტალურ ქეშბექებს- ხარჯავენ გონივრულად და სარგებლიანად. ბარათის მიმდინარე შეთავაზება 28 თებერვლის ჩათვლითაა და მისი მფლობელი მოსწავლეები პარტნიორ ობიექტებში- Yoyoso, სულაკაურის გამომცემლობა, Orgservice, ანტარისი- თიბისის პოსტ ტერმინალზე გადახდისას, 20%-იან მომენტალურ ქეშბექს იბრუნებენ (ჯამში მაქსიმუმ 30 ლარს ყველა ობიექტში ერთად). შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით ბმულზე. დაზოგეთ დრო და ახლა უფრო მარტივად, ასწავლეთ თქვენს შვილებს ფინანსური დამოუკიდებლობა. აიღეთ, მოსწავლის ბარათი წამებში- პირდაპირ მობაილბანკიდან. თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის ან აუმჯობესებს ისეთ სერვისებს, რომლებიც მათ კომფორტსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. განსაკუთრებით კი, ახალ თაობაზე.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)