19:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 20:14:06, 694 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას სომხური მედია Armenpress ავრცელებს.

შეთანხმებას ერევანში მოაწერეს ხელი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელიც სომხეთში დღეს ჩაფრინდა.

შეთანხმებისთვის ხელის მოწერამდე ნიკოლ ფაშინიანსა და ჯეი დი ვენსს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ძალიან ამაყობს" სომხეთთან პარტნიორობით.

რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანს, პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ "ეს შეთანხმება გახსნის ახალ ფურცელს სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებაში და ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგორესურსების დივერსიფიკაციას უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით".  

გარდა ამისა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოხატა მადლიერება აშშ-ის მიერ სომხეთისთვის წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის ბირთვული უსაფრთხოების სფეროში და გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისთვის იმ მიმართულებებით, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 

სომხეთის შემდეგ, ჯეი დი ვენსს აზერბაიჯანში ვიზიტი აქვს დაგეგმილი. 

Euronews წერს, რომ ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხაზს უსვამს აშშ-ის ყურადღებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის პროცესისა და "დონალდ ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) პროექტის მიზნების მიმართ.

ამასთან, Euronews წერს, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურას რეგიონში TRIPP-ის მეშვეობით, თუმცა აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების შეფასებით, წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ძლიერი მმართველობა და მჭიდრო ტრანსატლანტიკური კოორდინაცია.

2026 წლის 21 იანვარს აზერბაიჯანი და სომხეთი - ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების მოთხოვნას დათანხმდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics