|
2026-01-30 12:34:57, 582 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის მარიონეტი პაპუაშვილი მოსკოვის მექანიზმის ამუშავების გამო პოლონეთს ესხმის თავს
„მოსკოვის მექანიზმის“ მისიის შექმნის ინიციატორი პოლონეთია. ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის ძმაკაცებისგან და მეგობრებისგან ადამიანის უფლებებზე შენიშვნებს ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ეს არის მორიგი მაგალითი, როგორ ხდება სხვადასხვა ორგანიზაციის გამოყენება ქართველ ხალხზე თავდასხმისთვის, დაშინებისთვის, დამორჩილებისთვის. ასეთი ინიციატივების მოტივაცია სწორედ ეს არის. ეს იქნება „მეგობარი აქტები“, რეზოლუციები. ეს არის ერთი და იმავე მეთოდი ქართველი ხალხის დაშინების მცდელობის მაშინ, როდესაც ღია კარს ამტვრევენ. მზად ვართ, დიალოგისთვის და ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცე. ბრიუსელის მხრიდან ამის საპირისპიროდ ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას ვხედავთ. ხედავთ, რომ გაბუტულ პოზაში არიან, ამიტომაც არიან იქ, სადაც არის ბრიუსელი. ამერიკის სახელმწიფო მდივანი კაია კალასს რომ არ ხვდება, სწორედ ასეთი არაკვალიფიციური პოლიტიკის გამო, რაც, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ჩანს, მუქარას და შანტაჟს ამჯობინებენ დიალოგს, საუბარს. ეს არის აბსოლუტურად არაევროპული ქცევა. ასეთი სახის გადაწყვეტილებები სწორედ ამის გამოვლენაა. საქართველოს მოსახლეობის შანტაჟის, ზეწოლისა და დაშინების სურვილია. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. არ არსებობს საკითხი და კითხვა, რაზეც საუბარი არ შეგვიძლია. საძაგელი სიყალბე, რომელიც „ბიბისიმ“ საქართველოს შესახებ გამოაქვეყნა, თითქოს, პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოვიყენეთ. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ეს ნივთიერება ნამყოფიც არ არის და ბრიტანეთში მოიკითხონ, ქიმიური იარაღის შექმნაც და გამოყენებაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ აამოქმედეს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე საექსპერტო მისიის დაწყების მიზნით. ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად. ინიციატორი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)