|
2026-01-23 10:14:16, 7017 ნახვა
სხვადასხვა
Hraparak: ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ
სომხური გაზეთის, Hraparak-ის ცნობით, სომხეთის ხელისუფლება ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის წინააღმდეგ ფულის გათეთრებისთვის ახალ სისხლის სამართლის საქმეს ამზადებს. აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში დაიკითხა საეკლესიო ტელეარხ „შოღაკატის“ ყოფილი დირექტორი, ღაზარიანი. გაზეთი აღნიშნავს, რომ ეს საქმე ღაზარიანის მიერ წმინდა საყდრის მიერ დაარსებიდანვე მისთვის გამოყოფილი ბინის გაყიდვას უკავშირდება. „საგამოძიებო კომიტეტი ამ გარიგებას ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის მიერ ჩადენილ ფულის გათეთრებად აფასებს“, - ხაზს უსვამს გაზეთი. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის (AAC) მიერ 2011 წელს დაარსებულმა საზოგადოებრივმა ტელევიზიის, „შოღაკატის“, სულიერ-კულტურულმა კომპანიამ ფუნქციონირება 2026 წლის 1 იანვარს, სომხეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით შეწყვიტა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)