|
2026-01-22 15:50:52, 1134 ნახვა
ეკონომიკა
2025 - განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
მომხმარებლის უკუკავშირის, კვლევისა და თანამედროვე ინოვაციების გათვალისწინებით, 2025 წელს, თიბისის მობილბანკმა აპლიკაციის განვითარების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. მობილბანკის განახლებით, მომხმარებლისთვის ყოველდღიურობა კიდევ უფრო გამარტივდა. განახლებული ფონტი და ფერები, გამარტივებული ფორმები და ერთ სისტემაში მოქცეული დიზაინი - ამ ყველაფერმა, მობილბანკი მეტად მოქნილი გახადა. მობილბანკის საშუალებით, თიბისის მომხმარებელი 30 წამში, მხოლოდ სელფის გადაღებით გახდები. განახლდა მთავარი გვერდი. ასევე, გადარიცხვების, გადახდების, შეთავაზებების, განაწილების, სამომხმარებლო სესხისა და ანაბრების გვერდები. დაემატა ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალები, როგორებიცაა საერთო ხარჯები, სასურველი კურსის მოთხოვნა, სმარტ პორტფელი, საკრედიტო ბარათის მობილბანკიდან შეკვეთა, ბარათის პინის შეცვლა, მეგობრების მოწვევა. მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა მშობლებისთვის - გაჩნდა ბავშვის სივრცე, საიდანაც შესაძლებელია მოსწავლის ბარათის შეკვეთა და ბავშვის ფინანსების მართვა. 2025 წელი კი, დეკემბრის მარათონით დასრულდა, რომელშიც 400 000 ადამიანი იყო ჩართული და 1000-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა. თიბისის განახლებული მობილბანკი აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს. გამოგვყევით მობილბანკში 2026 წელს - თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას, რადგან უპირველესი მიზანი, მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივება და საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)