|
2026-01-16 17:37:41, 1546 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი BOG-ია
საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობილი ყოველდღიური გადაადგილების სანდო, კომფორტულ და ფუნქციურ საშუალებას წარმოადგენს. SOUEAST-ის ავტომობილები წარმოდგენილია გეზ მოტორსის მულტიბრენდულ შოურუმში, რომელიც კახეთის გზატკეცილის #15-ში მდებარეობს. ადგილზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ SOUEAST-ის სრულ ასორტიმენტს და ისარგებლონ ტექნიკური მომსახურებით. SOUEAST საავტომობილო ბრენდია, რომელიც 1995 წელს დაარსდა. თავდაპირველად ბრენდი Mitsubishi Motors-თან ერთად აწარმოებდა ავტომობილებს საერთაშორისო ბაზრებისთვის. 2024 წლიდან კი ის ერთ-ერთ უმსხვილეს გლობალურ ავტომწარმოებელს Chery Group-ს შეუერთდა. ამ გაერთიანების შედეგად SOUEAST ახალი იდენტობა მიენიჭა, რაც ყოველდღიური ცხოვრების რიტმის გამარტივებაში ითარგმნება. SOUEAST სპეციალიზებულია SUV ავტომობილებზე და მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, უსაფრთხოების ინტეგრირებულ სისტემებს, კომფორტულ ინტერიერსა და დახვეწილ დიზაინს სთავაზობს. სამომავლოდ, „გეზ მოტორსი“ სადილერო ქსელის გაფართოებას გეგმავს, როგორც საქართველოში, ისე რეგიონებში. 2026 წელს კომპანია ბაზარზე ახალ SUV კლასის დატენვად ჰიბრიდს - SOUEAST S08 DM-ს წარადგენს, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული ქართულ რეალობასა და მომხმარებლის მოთხოვნაზე. "SOUEAST-ის საქართველოში შემოსვლა „გეზ მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია. ეს ჩვენი კომპანიის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს. ბრენდის ფილოსოფია, ტექნოლოგიური ხედვა და საერთაშორისო გამოცდილება სრულად ეხმიანება იმ მიმართულებას, რომლითაც „გეზ მოტორსი“ წლებია ვითარდება. ეს არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან საავტომობილო გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კომფორტს. ჩვენი მიზანია ქართველი მომხმარებლებს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებული საავტომობილო ბრენდი. ამ პროცესში საქართველოს ბანკის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - პარტნიორის, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური კუთხით გვიჭერს მხარს, არამედ გვიზიარებს გამოცდილებასა და ბიზნესის განვითარების ხედვას. ეს თანამშრომლობა გვაძლევს სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას, რათა სწორად დავგეგმოთ კომპანიის განვითარება, გავზარდოთ მასშტაბი და უზრუნველვყოთ პროექტის მდგრადობა. სამომავლოდ, ახალი მოდელების შემოყვანას და სადილერო ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რაც პროექტის გრძელვადიან წარმატებას განსაზღვრავს“, - განაცხადა ლევან მიქაძემ, "გეზ მოტორსის“ კომერციულმა დირექტორმა. ინფორმაციისთვის, SOLO მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. შეთავაზების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)