|
2026-01-13 12:21:04, 820 ნახვა
პოლიტიკა
სატელიტები რეჟიმს: აგრარული პოლიტიკის განსაზღვრისას არ იხელმძღვანელოთ EU-ს პრიორიტეტებით
ივანიშვილის სატელიტი პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო სურსათის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და რეჟიმს მოუწოდებს აგრარული პოლიტიკის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს "ეროვნული ინტერესებით და არა ევროკავშირში შექმნილი "საერთო აგრარული პოლიტიკის" დოკუმენტში გაწერილი პრიორიტეტებით". სატელიტები წერენ, რომ მიაჩნიათ "რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა გადახედოს საკუთარ ილუზიებს და აღარ უბიძგოს ქვეყანას ხანგრძლივი კრიზისისკენ". ერთიანი ნეიტრალური საქართველო ევროინტგრაციას მორიგ ჯერზე უწოდებს "ხელისუფლების აკვიატებულ სურვილს". "საქართველოში საკვები პროდუქტების ფასები ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება. ეროვნული სტატისტიკური მონაცემებით, საერთო ინფლაციას მნიშვნელოვნად აღემატება აგფლაციის მაჩვენებელი, რაც ზრდის სოციალური და მაკროეკონომიკური არასტაბილურობის რისკ-ფაქტორებს. 2025 წელს საქართველოში საკვები პროდუქტების ფასების ზრდა (აგფლაცია) იყო დაახლოებით 10-11%, მაშინ, როცა წლიური ინფლაცია დაახლოებით 4%-ს შეადგენდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აგფლაციის წილი საერთო ინფლაციაში მაღალია. საკვები პროდუქტების გაძვირება საქართველოში სტრუქტურული პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის რეალურ ხარჯვით ნაწილზე (განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე, რადგან დაბალშემოსავლიანთა ხარჯების დიდი ნაწილი სწორედ საკვებზე მიემართება), სოციალურ სტაბილურობაზე, ინფლაციის მოლოდინზე და მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ფასების ზრდის ძირითადი მიზეზებია:
რეკომენდაცია: პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მოგვარების ეფექტური პაკეტი უნდა შედგებოდეს მრავალმხრივი ქმედითი ღონისძიებებისგან:
ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უკვე 13 წელია მიმდინარეობს აგროკრედიტით გადამმუშავებელი და ნედლეულის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც მთლიანად კომერციულ ბანკებზეა მიბმული. როგორც აღვნიშნეთ, საკვები პროდუქტების ფასების ზრდის მაღალი მაჩვენებელი სხვა პროდუქტებთან თუ მომსახურებებთან შედარებით, არის გლობალური და შიდა ფაქტორების კომბინაცია, თუმცა მიგვაჩნია, რომ სწორი აგრარული პოლიტიკის გატარების და სავარაუდო კარტელური გარიგებების აღკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია ფასების სტაბილიზაცია. სახელმწიფომ სტრატეგიულ დონეზე უნდა გადაწყვიტოს, ერევა თუ არა ბაზრის მართვაში. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ერევა ბაზრის მართვაში, განისაზღვროს იმ მექანიზმების და ბერკეტების ჩამონათვალი, რომლებიც უკვე აღიარებული და აპრობირებულია. დღეისათვის არსებული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია დაფუძნებულია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პრინციპებზე. ის ნაკლებად ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში არსებულ რეალობას. თუ გადავხედავთ დღეს არსებულ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიას და მის სამოქმედო გეგმებს, დავინახავთ ხელისუფლების აკვიატებულ იდეას ევროკავშირში "ღირსებით შესვლაზე". აღნიშნული სტრატეგიის დოკუმენტი, განვითარების კონკრეტული გზების გამოკვეთის ნაცვლად, გაჯერებულია არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის დამახასიათებელი ტიპური ფრაზეოლოგიით და პრიორიტეტებში გამოკვეთილია ვოუქკულტურისათვის დამახასიათებელი ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მაგალითად სოფლად ქალის როლის გაძლიერება და ა.შ. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა გადახედოს საკუთარ ილუზიებს და აღარ უბიძგოს ქვეყანას ხანგრძლივი კრიზისისკენ. ჩვენი მოთხოვნაა ხელისუფლებამ კარგად შეისწავლოს ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით ევროპელ ფერმერთა მდგომარეობა ბოლო თვეებში, როდესაც ბრიუსელის ქუჩებში მათ უწევთ ბარიკადებით დაიცვან საკუთარი უფლებები. საქართველოს აგრარული სტრატეგიის დოკუმენტი ახალი რეალობის − შიდა ბაზრის გაჯანსაღების სახელმწიფო ინტერესის შესაბამისი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის აგრარული პოლიტიკის განსაზღვრისას ვიხელმძღვანელოთ ეროვნული ინტერესებით და არა ევროკავშირში შექმნილი „საერთო აგრარული პოლიტიკის” დოკუმენტში გაწერილი პრიორიტეტებით. აქვე, პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო აცხადებს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე შექმნილი კომისიების მუშაობაში". - ნათქვამია რეჟიმის სატელიტების განცხადებაში. ცნობისთვის, 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები".
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)