09:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-12 17:32:45, 1213 ნახვა

სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 ციხეში გადაიყვანეს, ის სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 ციხეში გადაიყვანეს. ის სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. სხდომას მხოლოდ თავად ბრალდებული ღარიბაშვილი, მისი ადვოკატები, პროკურორები და ბადრაგები ესწრებოდნენ.

ოცნების ყოფილ პრემიერმინისტრს საპროცესო შეთანხმების ფარგლებში 5-წლიანი პატიმრობა, 1 მილიონიანი ჯარიმა, 2 მანქანის ჩამორთმევა და დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავლების ჩამორთმევა განესაზღვრა

 „ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულის საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განსაზღვრა.

[ჯარიმის გადახდის] დრო განსაზღვრული არ არის, ამაზე კონტროლს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს. ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა ჩადენილი დანაშაული. სწორედ ეს გახდა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი. იგი დაეთანხმა წარდგენილ პირობებს და შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“-  განაცხადა ღარიბაშვილის საქმის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა ჟურნალისტებთან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics