|
2025-12-24 09:24:21, 10706 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ ვენესუელას მახლობლად ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმები და თვითმფრინავები განალაგა - WSJ
ამ კვირაში აშშ-მ კარიბის ზღვის აუზში დიდი რაოდენობით სპეციალური ოპერაციების თვითმფრინავი და რამდენიმე სატვირთო თვითმფრინავი განალაგა, რომლებიც ჯარითა და აღჭურვილობით იყო დატვირთული. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით და ღია წყაროებიდან ფრენის ინფორმაცია მოჰყავს. WSJ-ის ცნობით, ორშაბათს, ნიუ-მექსიკოში, კენონის საჰაერო ძალების ბაზიდან კარიბის ზღვის აუზში განლაგდა მინიმუმ 10 ამერიკული CV-22 Osprey ტიპის დახრილი როტორიანი თვითმფრინავი, რომელსაც აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალები იყენებენ. ფრენის თვალთვალის მონაცემების თანახმად, პუერტო რიკოში აშშ-ის სამხედრო ბაზებიდან, ფორტ სტიუარტიდან და ფორტ კემპბელიდან, C-17 სატვირთო თვითმფრინავებიც ჩავიდნენ. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა WSJ-ს განუცხადა, რომ ეს თვითმფრინავები სამხედრო პერსონალსა და აღჭურვილობას გადაჰყავდათ. წყარომ არ დააკონკრეტა, თუ რა ტიპის ჯარისკაცებსა და აღჭურვილობას გადაჰყავდათ თვითმფრინავები. ცნობილია, რომ კენონში ბაზირებულია 27-ე სპეციალური ოპერაციების პოლკი, ხოლო ფორტ კემპბელში განთავსებულია 160-ე სპეციალური ოპერაციების საავიაციო პოლკი, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ელიტური დანაყოფი და 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია. ეს დანაყოფები სპეციალიზირებულია მაღალი რისკის მქონე ინფილტრაციისა და გატანის მისიების მხარდაჭერაში, ასევე ახლო საჰაერო და საბრძოლო მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. ჯარების გადანაწილება გამოცხადდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაზარდა ზეწოლა ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროზე და ბრძანა ქვეყანაში შემავალი და გამავალი ნავთობტანკერების დაბლოკვა. 29 ნოემბერს დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ვენესუელასა და „მიმდებარე საჰაერო სივრცის“ „ცის დახურვის“ შესახებ. ეს მოჰყვა აშშ-ს მიერ ვენესუელას სანაპიროსთან გემებზე განხორციელებულ მრავალრიცხოვან დარტყმებს, რომლებიც აშშ-ს აზრით, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან არის დაკავშირებული. ამერიკის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ვენესუელასთან ომის შესაძლებლობას.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)