23:29 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 14:53:48, 16143 ნახვა

სამართალი
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

ლიბერთი, ლოიალობის განვითარების მიმართულებით, აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნვას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილ პარტნიორ კომპანიებთან ერთად სოციალური, მასშტაბური პროგრამების განხორციელებას.

ამჯერად, ლიბერთიმ ლოიალობის მიმართულებით ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია დაიმეგობრა და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, გორგიას ყველა ფილიალში, შერჩეულ პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება ამოქმედდა. ლიბერთის და გორგიას ერთობლივი, სპეციალური სოციალური ინიციატივის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, გორგიას ნებისმიერ ფილიალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შერჩეულ პროდუქციაზე 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელისთვის, გორგიაში 30%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა, ლიბერთის სოციალური ბარათით მხოლოდ ლიბერთის პოს ტერმინალზე გადახდის შემთხვევაშია შესაძლებელი. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებიმთელი წლის განმავლობაში, გორგიას მიერ დაანონსებული სეზონური აქციებით და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებითაც ისარგებლებენ. ლიბერთი, ლოიალობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, სოციალური პროექტების გაფართოვებაზე მუდმივად ზრუნავს და ახალი პარტნიორების დამატებით, კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანს ხდის შეთავაზებებს უფროსი თაობის ადამიანებისთვის.

გორგიას შესახებ: ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. გორგია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.

ლიბერთის შესახებ: ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება.

ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალoთ საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics