|
2025-12-15 11:21:22, 6581 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, დღევანდელი მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება. ევროკავშირი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს. ასევე მინისტრები იმსჯელებენ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე. ვირტუალურ რეჟიმში შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან. ამასთან, ბრიუსელში იმყოფება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციებს გამართავს. მინისტერიალის შეხვედრის თემებს შორის არის ასევე ახლო აღმოსავლეთი, სირია და ევროკავშირის ურთიერთობები ჩინეთთან. „დღეს მრავალ საკითხზე ვიმსჯელებთ. უპირველეს ყოვლისა უკრაინაზე. დაფინანსების საკითხისთვის ეს გადამწყვეტი კვირაა. გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად უნდა მივიღოთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე დღესვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებით. ჩვენ დავამატებთ სასანქციო სიაში 40 ხომალდს და ასევე ხელშემწყობებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ეს ომი დააფინანსოს“, – განაცხადა კაია კალასმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)