|
2025-12-14 21:26:51, 12599 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. კენჭისყრის შედეგად ახალი თავმჯდომარე დღეს ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა. ხმის მიცემის პროცესი 19:00 საათზე დასრულდა. კანონმდებლობის შესაბამისად, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში მეორე ტური უნდა გაიმართოს. როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ჩატარდება მეორე ტური და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, არჩევნების მეორე ტურში გასულმა ირაკლი ყანდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან მეორე ტურში გასულ ირაკლი ჩომახაშვილს შედეგები მიულოცა. „არჩევნებში ადვოკატებმა ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ამ ეტაპზე თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მეორე ტური არის. რაც შეეხება, საბჭოს, აღმასრულებელ და ეთიკის კომისიას, იქ უკვე შედეგები ცნობილია. მოხარული ვარ, რომ ჩემი თანამოაზრეების უმრავლესობა არის ამ ორგანოებში, თუმცა ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ. ვულოცავ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, მეორე ტური დაინიშნა. როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ჩატარდება მეორე ტური და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას",-განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)