|
2016-03-26 13:25:53, 1636 ნახვა
რეგიონი
ქვემო ქართლის სასწრაფო დახმარების ცენტრს აღჭურვილობა გადაეცა
სასწრაფო დახმარების ქვემო ქართლის რეგიონულ ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა. პერსონალს კი, ახალი მოწყობილობების მოხმარებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა. აღჭურვილობის გადაცემისა და სწავლების პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, რუსთავის მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრნენ. 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი ქვემო ქართლის რაიონულ ცენტრებში განაწილდება. დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება. კომპიუტერული მოწყობილობების გადაცემის შედეგად, რაიონულ სამსახურებში ცენტრის პროგრამა ჩაირთვება. მისი მეშვეობით, პერსონალის მორიგეობისა და შვებულების გრაფიკი, ასევე სამედიცინო სახარჯი მასალის რაოდენობა ელექტრონულად აღირიცხება. სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი უკვე განაწილდა იმერეთის, კახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)