|
2025-12-03 15:17:48, 2183 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე -BBC-ის სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია
„ბიბისის" სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და ხალხისა და არჩეული ხელისუფლების შანტაჟის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია.
„კიდევ ერთხელ გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია BBC-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საკითხის დრამატიზებისთვის, „ბიბისიმ" გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება - კამიტი გამოიყენა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. „ბიბისის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სუს-მა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. იმთავითვე ცხადია, რომ „ბიბისის" სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი - ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე - ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება,"- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, სადაც არაფორმალური მმართველები „ბიბისის" მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან, რისთვისაც კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროპარლამენტარები ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. „ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები „ბიბისის" მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან, იმისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის, ევროპარლამენტარები ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩიც კი ესტუმრა. დღეს, უკვე, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისევე როგორც „ბიბისის" სიუჟეტი სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა ამ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ უკვე საკმაო ხანი გავიდა და სამარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედიასაშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა,"- განაცხადა კობახიძემ.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)