|
2025-11-25 11:52:19, 2204 ნახვა
ეკონომიკა
70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის 876-მილიონიანი ტენდერი შეწყდა
თბილისში 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის 876-მილიონიანი ტენდერი შეწყდა - შესაბამისი გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ დღეს მიიღო. გამოქვეყნებული ოქმის თანახმად, აუცილებელია სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა, რათა პროცესი მეტად სრულყოფილი და კონკურენტული იყოს. ტენდერში კომპანიებმა წინადადებები 2025 წლის 29 სექტემბერს წარადგინეს. ტენდერში მონაწილე ერთადერთი ქართული კომპანია იყო "ანაგი", რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი სტადიონის პროექტირებას და მშენებლობა 850 მილიონ ლარად სთავაზობდა, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი თურქულმა კომპანია YDA-მ დააფიქსირა 744.9 მილიონი ლარის ოდენობით. სატენდერო კომისია ამ დრომდე სატენდერო წარდგენილ წინადადებებზე მსჯელობდა. როგორც ირკვევა მის ორ მონაწილეს დისკვალიფიკაცია მიენიჭა არასრულყოფილად შევსებული განაცხადის გამო, შესაბამისად მასში ერთადერთი მონაწილე "ანაგი" რჩებოდა, თუმცა, სატენდერო კომისიის განმარტებით იქიდან გამომდინარე რომ საფასო სხვაობა წარდგენილ წინადადებებს შორის ძალიან დიდი იყო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ტენდერი შეწყდეს და განახლებული და დაზუსტებული პირობებით გამოცხადდეს. თბილისის ახალი სტადიონის სამშენებლო წინადადებები ასე ნაწილდებოდა:
"იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება. სატენდერო დოკუმენტის ინსტრუქციები პრეტენდენტთათვის (იპ) 39.1 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანულირდეს ტენდერის პროცედურება", - ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ახალი ეროვნული სტადიონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ არსებულ 270,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)