|
2025-11-24 15:03:26, 971 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ივანიშვილის სასამართლო დავაზე: მიმდინარეობს ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი
ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი და ამ ყველაფერში მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რადგან ის ქვეყნის ინტერესებს არ თმობს, - განაცხადა კახა კალაძემ ლონდონის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის პროცესზე საუბრისას, სადაც განაჩენი დღეს გამოცხადდება. „იმ უსამართლობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუფთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა შანტაჟი მიზანმიმართულად, არადა ბატონმა ბიძინამ ყველა ინსტანციაში სხვადასხვა სასამართლო დავა მოიგო. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, თანხას არ უბრუნებენ. დაველოდოთ, ვნახოთ რა განაჩენს გამოიტანენ. ერთია გადაწყვეტილება რა იქნება, მეორეა მისი აღსრულება“, - განაცხადა კალაძემ. კითხვას: „იქნებ იმიტომ არ უბრუნებენ ბიძინა ივანიშვილს თანხებს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის დასანქცირებულია“, კახა კალაძის თქმით, სანქციები უსამართლოდ არის დაწესებული და ეს არის შანტაჟის ნაწილი. „ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცით სანქციები აბსოლუტურად უსამართლოდ და ახსნა-განმარტების გარეშე რომ დაუწესეს. თანაც სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს დაუწესებდა ივანიშვილს, მას სასამართლო პროცესები უკვე მოგებული ჰქონდა და თანხები არ იყო დაბრუნებული. მისი დასანქცირებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ. ეს პროცესები დღესაც გრძელდება და მე არ მგონია, რამე შეიცვალოს. ბიძინა ივანიშვილი იცავს ქვეყნის ინტერესებს. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი. ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის“, - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)