|
2025-11-20 00:57:45, 925 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე EU-ზე: როგორ შეიძლება, თანამდებობის პირის გამო ჩაშალო დიალოგი, საბჭოური მიდგომაა
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე სამთავრობო ტვ იმედის ეთერში გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ადამიანის უფლებების საკითხზე ყოველწლიური შეხვედრის ჩაშლას, რომლის მიზეზიც, მედიის თანახმად, სიაში სანქცირებული პირის მონაწილეობაა. კობახიძე EU-ს მიდგომებს უწუნებს და კვლავ სსრკ-ს ადარებს. "ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით, რეალურად ვართ ბოლომდე წელში გამართული. აქაც გამოჩნდა, რომ ისინი გაურბიან დისკუსიას, გაურბიან მსჯელობას და საბაბებს ეძებენ იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის დისკუსია ჩაშალონ. რეალურად, საბაბია, როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო, მე მგონი, ეს დასახელდა მიზეზად, ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ასეთია მათი დამოკიდებულება. ეს არის საბჭოური მიდგომა, მოქმედებენ, როგორც საკავშირო ხელისუფლება. ადრე საკავშირო ხელისუფლებას უწოდებდნენ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას და ახლა ევროკავშირის ხელისუფლება წარმოგვიდგება, როგორც საკავშირო ხელისუფლება. არ არის ეს სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომა. საბჭოური მიდგომაც კი იყო ბევრად უფრო პრაგმატული და რაციონალური. ამ შემთხვევაში ყოველგვარი დისკუსიისგან გაქცევა არის საბჭოურ მიდგომაზე ბევრად უფრო მძიმე რამ, რასაც ჩვენ ვხედავთ", - ამბობს ის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)