|
2025-11-18 10:30:22, 599 ნახვა
პოლიტიკა
ორბანი: EU-ის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარების სურვილი ალკოჰლიკის დახმარებას ჰგავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უარყო ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწოდება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელების თაობაზე. მან განაცხადა, რომ მიიღო წერილი ფონ დერ ლაიენისგან, რომელშიც ის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებდა, დახმარებოდნენ უკრაინას საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვაში. "ეს გამაოგნებელია. იმ დროს, როდესაც ნათელი გახდა, რომ სამხედრო მაფია ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფულს ითვისებს, რეალური ზედამხედველობის მოთხოვნის ან გადახდების შეჩერების ნაცვლად, კომისიის პრეზიდენტი გვთავაზობს, რომ კიდევ უფრო მეტი გავგზავნოთ. ეს ყველაფერი ცოტათი ჰგავს იმას, რომ ალკოჰოლიკს დაეხმარო და არაყის კიდევ ერთი ყუთი გაუგზავნო. უნგრეთს საღი აზრი არ დაუკარგავს", - წერს ორბანი. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის შეფასებით, 2026 წელს უკრაინას 71 მილიარდ ევროზე მეტი გარე დაფინანსება დასჭირდება, საიდანაც 51 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)