|
2025-11-13 19:16:13, 1053 ნახვა
საზოგადოება
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაცია, მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს მათი ყოველდღიურობის გასამარტივებლად. ამჯერად, საქართველოს ბაზარზე პირველმა, მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი - “პინის შეცვლა”, დანერგა. ბარათებზე სასურველი პინის დასაყენებლად თიბისის მომხმარებლებს უკვე ახლომდებარე ბანკომატების ძიება აღარ სჭირდებათ - ამას სულ რამდენიმე წამში, მობაილბანკიდან შეძლებენ. რაც მთავარია, მობაილბანკში პინის შესაცვლელად ძველი პინის გახსენება აღარ არის საჭირო და მომხმარებლები თავად აირჩევენ რა პინის დაყენება სურთ. მობაილბანკიდან პინის დაყენების პროცესი რამდენიმე მარტივი ნაბიჯისგან შედგება: ბარათის მთავარ გვერდზე აირჩევთ პინის შეცვლას, შეიყვანთ ახალ პინს, გაიმეორებთ მას, დაადასტურებთ ცვლილებას და ახალი პინი გააქტიურდება. იმისთვის, რომ ახალი ფუნქციონალით ისარგებლოთ, განაახლეთ მობაილბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Play Store-დან. გადმოწერეთ მობაილბანკი და გაიმარტივეთ ყოველდღიური საბანკო ოპერაციები.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)