|
2025-11-13 19:05:28, 783 ნახვა
პოლიტიკა
ჰოლანდი: მოვუწოდებთ საქართველოს, რომ აღადგინოს სასამართლო დამოუკიდებლობა
ვენაში გამართულ ეუთოს მუდმივ საბჭოზე გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ნილ ჰოლანდმა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, აღადგინოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები. ელჩმა ეს განცხადება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორის ანგარიშის განხილვისას გააკეთა. როგორც ჰოლანდმა აღნიშნა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები რეგიონული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა. „გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, გააუქმოს კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და გაათავისუფლოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით დაკავებული პირები,“ - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი აგრძელებს თანამშრომლობას ეუთოს ინსტიტუტებთან, მათ შორის ODIHR-თან, რათა გაძლიერდეს დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და სტაბილურობა რეგიონში. ჰოლანდმა კრიტიკულად შეაფასა ადამიანის უფლებების მდგომარეობა რუსეთში, ბელარუსსა და საქართველოში, ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ ეს ქვეყნები ვალდებულნი არიან დაიცვან ეუთოს პრინციპები. „ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იარსებებს მყარად, თუ პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს,“ - აღნიშნა დიპლომატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)