|
2025-11-04 09:32:23, 638 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ნარკოკარტელების წინააღმდეგ საბრძოლველად მექსიკაში ჯარისკაცების გაგზავნას გეგმავს
ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო სამხედრო მისიის დეტალური დაგეგმვა, რომელიც მექსიკაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ საბრძოლველად ამერიკელი ჯარისკაცების განლაგებას ისახავს მიზნად, განუცხადეს NBC News-ს ორმა მოქმედმა და ორმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც კარგად იცნობენ სიტუაციას. მათი ინფორმაციით, პოტენციური მისიისთვის, რომელიც მექსიკაში სახმელეთო ოპერაციებს მოიცავს, საწყისი მზადება უკვე მიმდინარეობს. თუმცა, წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ჯარების განლაგება გარდაუვალი არ არის - ოპერაციის მასშტაბის შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ორი მოქმედი ჩინოვნიკის თქმით, ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივი სპეციალური ოპერაციების სარდლობის ჯარისკაცები, რომლებიც აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელობით იმოქმედებენ. მთავარი მიზანი იქნება დრონების გამოყენება ნარკოლაბორატორიების, ასევე ნარკოკარტელის წევრებისა და ლიდერების დასამარცხებლად. როგორც NBC აღნიშნავს, ასეთი მისია წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციების პოლიტიკის დარღვევას, რომელიც შემოიფარგლებოდა ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერით, კარტელების წინააღმდეგ პირდაპირი ქმედებების განხორციელების გარეშე. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თუ ოპერაცია დამტკიცდება, ადმინისტრაცია გეგმავს მის საიდუმლოდ შენახვას. ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად აგრძელებს მექსიკაში შესაძლო ინტერვენციის მასშტაბის განხილვას. წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ვენესუელისგან განსხვავებით, დაგეგმილი მისია ქვეყნის მთავრობის დამხობას არ ისახავს მიზნად. ისინი ასევე აცხადებენ, რომ თეთრი სახლი ამჯობინებს მექსიკის ხელისუფლებასთან კოორდინირებული ქმედებების განხორციელებას, თუმცა არ გამორიცხავს ოპერაციების შესაძლებლობას ასეთი კოორდინაციის გარეშე. NBC-ის ცნობით, თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ექვსი მექსიკური ნარკოკარტელი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა, რითაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებსა და სამხედროებს კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ ოპერაციების ჩატარების ფართო უფლებამოსილება მიანიჭა. ამავდროულად, ტრამპი ვენესუელას სანაპიროსთან ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. სექტემბრის დასაწყისიდან პენტაგონმა კარიბის ზღვის აუზსა და წყნარ ოკეანეში 16 გემზე 15 დარტყმა განახორციელა, რასაც აშშ-ის სამხედრო ძალების ცნობით, 64 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ადმინისტრაციის ყურადღება ვენესუელაზე ასევე მოიცავს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ზეწოლის კამპანიას, რომელსაც აშშ ნარკოკარტელის წევრობაში ადანაშაულებს. სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად იყო, მადუროს რეჟიმის დამხობის ვარიანტი განეხილა.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)