|
2025-11-03 15:23:42, 799 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი აზა ჩილაჩავაზე: წლოვანება დამცავი მექანიზმი არაა, ავადმყოფურ აზრებს არ უნდა უჭერდეს მხარს
ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატი გია ვოლსკი რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულ 71 წლის აზა ჩილაჩავასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ "წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის". ვოლსკის აზრით, პროევროპულ აქციებზე მყოფი აზა ჩილაჩავა "ავადმყოფურ მოსაზრებებს და გეგმებს უჭერს მხარს". "აზა ჩილაჩავას არ აქვს იმის საფუძველი, ქუჩა გადაკეტოს. მით უმეტეს, თუ დევნილია, ზუსტად იცის, რა ბედი დააწიეს სააკაშვილის პერიოდის ხელმძღვანელებმა დევნილებს. იმ ადამიანებთან ერთად არ უნდა იდგეს, მათ ავადმყოფურ მოსაზრებებს და გეგმებს მხარს არ უნდა უჭერდეს. როცა გადაწყვეტილებას იღებ, წლოვანება გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის, რომელიც კანონის დარღვევის უფლებას გაძლევს. ამბობთ, რომ პირველი ხომ არ გადასულა ქალბატონი აზა, ვიღაცას გაჰყვა, ეგონა, ისედაც გადაკეტილია და გავისეირნებო, ეს არ არის სწორი. მით უმეტეს, დევნილია და იცის, დევნილების მიმართ რამხელა ყურადღებაა, რამდენი ფულადი რესურსი იხარჯება, როგორ ზრუნავენ დასახლებაზე, ბინით უზრუნველყოფაზე. იცის, როგორი შეცვლილია დამოკიდებულება. მან კარგად იცის, რომ არანაირი საგარეო კურსი შეცვლილი არ არის, ისიც, რომ არჩევნები არ ჩაშლილა. მოთხოვნები აქვს, რომელთა გაჟღერება საკმაოდ კანონიერი ფორმით შეუძლია", - 1TV-ის ცნობით, თქვა მან ჟურნალისტებთან. აზა ჩილაჩავა ქართული ოცნების პოლიციამ 2 ნოემბერს ღამით გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავა. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მან მშრალი შიმშილობა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)