|
2025-10-10 15:43:16, 1940 ნახვა
კომენტარი
ოცნების დეპუტატი მათიკაშვილი - ასაკი, მცირეწლოვანი შვილები ან პროფესია რაიმე ფორმით და რაიმე სახით წინაპირობა არ არის. ჩადენილი დანაშაულისთვის
ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობას თუკი გადაწყვეტ, სიმხდალე არ უნდა გამოიჩინო და პასუხი უნდა აგო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა, ვინც 4 ოქტომბრის აქციაზე მივიდა, თავიდან ბოლომდე ინფორმირებული იყო იმ მიზნების შესახებ, რა მიზანიც ამ აქციას ჰქონდა. „დანაშაულის ჩადენის პროფესია და ასაკი ჭრილში ინდულგენცია ვერ იქნება. პასაჟია, რომ მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ვიღაცას რაღაც სჭირს. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ჩვენი ქვეყანა მოწოდებულია, რომ ჯანმრთელობის კუთხით დაეხმაროს ყველას – დამნაშავეს თუ არადამნაშავეს, მაგრამ ასაკი, მცირეწლოვანი შვილები ან პროფესია რაიმე ფორმით და რაიმე სახით წინაპირობა არ არის. ჩადენილი დანაშაულისთვის, ძალადობისთვის, კარგად ცნობილი სცენარისა და საქართველოს დამხობისთვის პასუხი ყველას მოეთხოვება. თუკი გადაწყვეტ, რომ გქონდეს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, სიმხდალე არ უნდა გამოიჩინო და პასუხი აგო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)