|
2016-03-23 18:49:13, 1120 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშრუი დაკავებული არ არის
ბრიუსელში აეროპორტის თავდასხმაში ეჭვმიტანილი ისევ ძებნაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ბელგიის პროკურატურამ გამოძიების დეტალები დააზუსტა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ნაჯიმ ლაშრუის დაკავება არ დაადასტურა. გამოძიება აეროპორტის ფოტოზე ასახული ორი პირის ვინაობის დადგენაზე მუშაობს. დანამდვილებით ცნობილია, მხოლოდ ძმების ვინაობა და რომ ერთ-ერთმა თავი აეროპორტში, მეორემ კი მეტროში აიფეთქა. პროკურორ ფრედერიკ ვან ლიოვის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 261 დაშავდა. მისივე თქმით, მთავარი ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშრაუი ამ დრომდე თავისუფალია. რაც შეეხება ტერაქტში მონაწილე სხვა პირებს, პროკურორის განცხადებით, ბელგიის მეტროს სადგურ მალბეკში ჰალიდ ალ-ბაკრაუიმ თავი აიფეთქა, მისმა ძმამ ბრაჰიმ ალ-ბაკრაუიმ კი აეროპორტში ე.წ. შაჰიდის ქამარი აამოქმედა. პროკურატურის ცნობით, ნაპოვნია კომპიუტერი, სადაც აღმოჩენილია მიმოწერა, სავარაუდოდ იმ პირებს ეკუთვნით, რომლებიც არიან კავშირში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“. „ეჭვმიტანილი, რომელიც ფოტოზე ორ მამაკაცს შორის დგას ტერორისტთაგან ერთ-ერთია და მისი ვინაობა თითის ანაბეჭდებით დავადგინეთ. ის ბრიუსელში დაბადებული იბრაჰიმ ელ ბაქრაუია მეორე კამიკაძის ვინაობა, რომელიც მარცხნივ დგას უცნობია. მესამე ეჭვმიტანილი ღია ფერის ქურთუკში, გაქცეულია. სანაგვე ურნაში გამომძიებლებმა კომპიუტერი იპოვეს, სადაც იბრაჰიმის ჩანაწერებია იმის შესახებ, რომ ყველგან ეძებდნენ და ფიქრობდა, რომ ბოლოს საკანში აღმოჩნდებოდა. რაც შეეხება მეტროში განხორციელებულ ტერაქტს - აფეთქება ვაგონში მოხდა და ის იბრაჰიმის ძმამ ხალიდამ მოაწყო. ორივეს კრიმინალური წარსული ჰქონდა, მაგრამ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ტერორიზმთან დაკავშირებული არ იყო“, - განაცხადა ბელგიის მთავარმა პროკურორმა.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)